შვედეთის პრემიერი – შვედეთისგან 100-დან 150-მდე საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს – ეს დიდი გზის დასაწყისია

უკრაინა შვედეთისგან 100-დან 150-მდე Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა უკრაინის პრეზიდენტ, სთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ წამს მოვაწერეთ ხელი განზრახვის წერილს. ეს შვედეთსა და ს შორის განზრახვის წერილია, და ეს დიდი გზის დასაწყისია, რომელიც ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს დიდ საექსპორტო შეთანხმებასთან Saab-ისთვის, შვედეთისთვის, უკრაინასთან ერთად…
საუბარია დიდი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის, სავარაუდოდ, 100-დან 150-მდე E სერიის Gripen მოდელის თვითმფრინავებზე, რომლებიც ახლა იწარმოება ან რომელთა წარმოება იწყება. ეს იმისთვის არის, რათა უკრაინაში ძალიან ძლიერი საჰაერო ძალები ავაწყოთ”, – განაცხადა კრისტერსონმა.
მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება “მომდევნო 10-15 წლის დიდი გზის დასწყისია”. ამავდროულად, კრისტერსონის თქმით, ეს “დიდხნიანი ამბიცია” არ ნიშნავს, რომ შვედეთს არ ესმის რუსული აგრესიის შესაჩერებლად საშუალებების უკრაინის დიდი საჭიროება.