შვედეთის პარლამენტმა აშშ-სთან თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა

შვედეთის პარლამენტმა -სთან თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება (DCA) დაამტკიცა. შეთანხმებას შვედეთის წარმომადგენლებმა ხელი 2023 წლის დეკემბერში მოაწერეს და საბოლოოდ ძალაში შესვლამდე მხოლოდ შვედეთის პარლამენტის მხარდაჭერა იყო საჭირო. შვედეთის პარლამენტმა ეს შეთანხმება 266 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტიცა, წინააღმდეგი 37 დეპუტატი იყო ხოლო 46 კენჭისყრას არ ესწრებოდა.
თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებით, აშშ-ს სამხედრო ძალებს შეეძლებათ შვედეთის 17 სამხედრო ბაზაზე და საწვრთნელ ტერიტორიებზე განლაგდნენ. ამას გარდა, აშშ-ს ძალებს შვედეთის სამხედრო ბაზებზე სამხედრო შეიარაღების განთავსებაც შეეძლებათ. აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს აქამდეც ჩაუტარებიათ სამხედრო წვრთენბი შვედეთის ტერიტორიაზე შვედეთის არმიასთან ერთად.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ იონსონის თქმით, შვედეთს ამ შეთანხმების საშუალებით შეუძლია მიიღოს ადრეული, სწრაფი და ეფექტური სამხედრო მხარდაჭერა უსაფრთხოების ისეთ გარემოში, რომელიც უფრო და უფრო უარესდება.
“შეთანხმება არის შემაკავებელი და სტაბილიზატორი. ის ამცირებს ომის გაჩაღების რისკებს და შვედეთს უფროუსაფრთხოს ხდის” – თქწვა იონსონმა.
ათწლეულების მანძილზე შვედეთი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკას ატარებდა, თუმცა 2022 წელს ს მიერ ში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ შვედეთი NATO-ს წევრი გახდა.