შვედეთის მიერ ორბანის კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში ელჩი დაიბარეს

უნგრეთში შვედეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – მიზეზი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო ს შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ს განცხადებების მიმართ შვედეთის პრემიერის მიერ გამოთქმული კრიტიკაა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა გამოთქვა შეშფოთება, რომ “ს გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროპასთან დაახლოების თავიდან ასაცილებლად”.
ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში არჩევნები იყო “თავისუფალი და დემოკრატიული”, შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ორბანი არ საუბრობს ევროპის ქვეყნების ან შვედეთის სახელით.
პიტერ სიიარტოს თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში შვედეთის ელჩი მთავრობის პოზიციის გასარკვევად დაიბარა და სთხოვა, რომ შვედეთის ოფიციალურმა პირებმა მსგავსი კომენტარებისგან მომავალში თავი შეიკავონ.