შვედეთი უკრაინას 982.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ იონსონმა განაცხადა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მე-20 პაკეტის გადაცემის მიზანს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება წარმოადგენს.
„ევროპის უფლება მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ აუცილებლად დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო დახმარების პაკეტი Archer-ის ტიპის 18 ჰაუბიცას, საარტილერიო მასალებს, დრონებს, დრონებისა და რაკეტების აღმოსაჩენ სენსორების სისტემებს, საზღვაო აღჭურვილობასა და სხვა სახის ტექნიკას მოიცავს.
ამასთან, იონსონმა აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში შვედეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დაახლოებით 7.47 მილიარდ დოლარს გამოყოფს.




