შვედეთის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე ს თავდასხმა გარდაუვალი არ არის, მაგრამ ის აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში მოკავშირეების გაყოფის მცდელობას.
პოლ იონსონმა შესაბამისი განცხადება Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.
იონსონის თქმით, რუსეთი მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისთვის და დიდი ამბიციები აქვს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისთვის.
”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, არის ნატო-ს გაძლიერება და შეკავებასა და თავდაცვაზე ფოკუსირება”, – აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ალიანსის მიზანია არა ევროპაში შესაძლო ომის მოგება, არამედ მისი თავიდან აცილება.
„ვთვლი, კრემლი და თავად პუტინი აცნობიერებენ, რომ ამ ომს წააგებენ. მაგრამ ვთვლი, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში“, – აღნიშნა იონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა