შვედეთის ელჩი: ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კითხვებს აჩენს

ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალწარმოებისა, რომელიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს.თქვა საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.