შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს – იენს სტოლტენბერგი

შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში დაწერა.
„შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს მეტად უსაფრთხოს, ხოლო მთელს ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს NATO-ს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას“,- აცხადებს სტოლტენბერგი.
შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.