შვედეთის პრემიერმა ულფ კრისტერსონმა და მისმა დანიელმა კოლეგამ ორ ქვეყანაში მზარდ ჯგუფურ დანაშაულთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს.
გასული წლის განმავლობაში შვედეთში მკვეთრად გაიზარდა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი. ქვეყანაში ხშირია სროლისა და აფეთქების შემთხვევები. ძალადობა უკვე მეზობელ ქვეყნებში – დანიასა და ნორვეგიაშიც გამოვლინდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შვედური დაჯგუფებები ემიგრანტებით დასახლებული ღარიბი უბნებიდან აგროვებენ ხალხს.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი საგარეო პოლიტიკასა და კრიმინალს შორის მჭიდრო კავშირზე საუბრობს. მისი თქმით, გახშირებულია ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევები, ძალადობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა. ამას ისიც ემატება, რომ დანიასა და შვედეთში სულ უფრო მეტი არადასავლური წარმომავლობის ახალგაზრდაა ჩართული კრიმინალურ დაჯგუფებებში. დანიის პრემიერისთვის ეს მიუღებელია.
მიმდინარე წლის აგვისტოში დანიამ გამოაცხადა, რომ აძლიერებდა შვედეთთან სასაზღვრო კონტროლს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან იყო მოსალოდნელი. თუმცა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გაზრდის გამო ამჟამად დანიის პოლიცია შვედეთში მუშაობს, შვედეთისა კი – დანიაში.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”