“შვებულების გამო” ფაშინიანი ევრაზიული კავშირის სხდომას ვერ დაესწრება – ერევანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი 14-15 აგვისტოს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში დაგეგმილ ევრაზიული მთავრობათშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა.
მისი თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ “პრემიერი შვებულებაში იმყოფება”.
სომხეთს სხდომაზე წარადგენს ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს