სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 14-15 აგვისტოს ყირგიზეთის ქალაქ ჩოლპონ-ატაში დაგეგმილ ევრაზიული მთავრობათშორისი საბჭოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაგდასარიანმა.
მისი თქმით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ “პრემიერი შვებულებაში იმყოფება”.
სომხეთს სხდომაზე წარადგენს ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი.
