შვებით ამოვისუნთქე, როდესაც შევიტყვე, რომ ტრამპი უვნებელია, დადებითად ვაფასებ საიდუმლო სამსახურის მუშაობას – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა საიდუმლო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ყოფილი პრეზიდენტის, ს წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის შემდეგ.
ბაიდენის თქმით, „შვებით ამოისუნთქა“, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი უვნებელია.
„ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა“,- აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ამასთან, -ის პრეზიდენტმა დაგმო პოლიტიკური ძალადობა.
„როგორც მე არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკურ ძალადობას ან ნებისმიერ სახის ძალადობას არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. დავავალე ჩემს გუნდს, განაგრძონ იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა საჭირო რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი მექანიზმი ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა ბაიდენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე