შეხვედრები ვენეციის კომისიასთან – დელეგაციამ დღის ბოლოს შემაჯამებელი პრესკონფერენციაც გამართა

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების ოფიციალური ვიზიტის ბოლო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა კომისიის გენერალურ მდივანს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასაც და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინსაც. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ პროცესში კი ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია.
პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ვენეციის კომისიის წევრები შეხვდნენ. სპიკერის შემდეგ კი დელეგაციის ნაწილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან გადაინაცვლა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, აქცენტი სასამართლო და საარჩევნო მიმართულებაზე გაკეთდა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუსმინეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების არჩევასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც პროექტი საბოლოო სახეს მიიღებს.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა ვენეციის კომისიის დელეგაცია დღეს პრეზიდენტსაც შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და 2024 წლის არჩევნებზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს