შეხვედრებზე ღიად ვთქვი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

შეხვედრებზე ღიად ვთქვი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი – აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა პირველ ადგილზე, არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.
მისი თქმით, ევროდეპუტატებთან შეხვედრებზე მან ისაუბრა იმ წითელ ხაზებზეც, რაც არ უნდა გადაიკვეთოს და ამაში იგულისხმება ხელახალი არჩევნების საკითხი, ასევე, სააკაშვილის გათავისუფლება და ისეთი პირობები, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს.
„იმ შეხვედრებზე, რაც ჩვენ გავმართეთ ძალიან სერიოზულ დეპუტატებთან, რომელთაგან არაერთი სააკაშვილის მეგობარია და ეს ღიად თქვეს შეხვედრაზე, ასევე თქვეს, რომ რას აშავებს ეს საწყალი კაცი, გაუშვით და ა.შ. ამ შეხვედრებზე წითელ ხაზებზეც იყო საუბარი და მათ ღიად ვუთხარი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის სახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი – აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა პირველ ადგილზე, არ არსებობს. 800 000 ხმას ვერავინ მოიპარავდა, თუ ჯადოქარი არ არის, ეს არის წითელი ხაზი და ამიტომ ამას თუ მოითხოვენ, ეს ვერ შესრულდება. ასევე წითელი ხაზია, მაგალითად, სააკაშვილის გაშვება, რადგან საყოველთაოდ გაცხადებულია, რომ მის შეწყალებას არ მოინდომებს. წინა პრეზიდენტმაც კი, რომელიც ექსტრემისტების მოკავშირე გახდა, არ შეიწყალა. წითელი ხაზია ასევე ისეთი პირობების დაკისრება, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს. მაგალითად პირდაპირ მიუთითო ქვეყანას, რა უნდა უნდა ჩაიწეროს ამა თუ იმ კანონში. შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფი, სადაც ვმსჯელობთ თანასწორუფლებიან საფუძვლებზე და აქ დიდი ქვეყანა არ ურტყამს პატარა ქვეყანას, იმიტომ, რომ პატარაა, არამედ სრულფასოვანი დიალოგია, სადაც რა სჯობს – ამაზე ხდება ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.
ჩვენთვის დასახული მიზანი არის ის, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურება მოხდეს. თუ ეს მოხდება თუნდაც დათქმებით, ფაქტია, რომ ეს მოხდება“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს ასამბლეაზე გაჟღერებული დათქმები იმდენად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, რომ იქ მონაწილეობაზე უარი ვთქვით იქამდე, სანამ მათთან არ აღდგება ის ღირებულებები, რის გამოც არის ჩვენთვის ძვირფასი ეს ორგანიზაცია თუ ზოგადად, ევროპული ინტეგრაცია

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც