მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ რუსეთის გუნდების ფიფასა და უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან მოკვეთაზე გააკეთა კომენტარი.
“სამწუხაროა, რომ ახლა რუსული გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი დაბრუნდება და რუსეთი ამისათვის მზად უნდა იყოს. შეჭრაა საჭირო – იქ ყველას დაგლეჯვა. რამდენად მალე დაბრუნდება რუსეთი? ნახევარი წელი. მაქსიმუმ – წელიწადი. ეს ხომ სპორტია! რა შუაშია აქ პოლიტიკა?”, – განაცხადა ჯანაშიამ “ჩემპიონატის” კორესპონდენტ ვლადიმერ ჩეტვერიკთან ინტერვიუში.
იზოლაციაში ყოფნის გამო რუსეთის ფეხბურთის კავშირი აზიის კონფედერაციაში გადასვლის პერსპექტივას განიხილავს.
უნდა აღინიშნოს,
ჯანაშიას ნათქვამმა გამოცემის კომენტარებში დიდი გამოხმაურება და ირონია გამოიწვია. წერენ, რომ მათი გუნდები ადრეც ვერ ბრდღვნიდნენ და ოპტიმიზმი ცოტა არ იყოს სასაცილოა.
უნგრელი ახალგაზრდა ფეხბურთელი სობოსლაი,რომ გაჯობებს საქართველოს სიყვარულში ამით ყველაფერია ნათქვამი!!!!იმის მაგივრად შენ ქვეყანას უგულშემატკივრო, შენ კი მოსისხლე ოკუპანტ ქვეყანას გულშემატკივრობ!! ესეთი ადამიანები არ არიან ქართველები,ესენი არიან უსამშობლოები!!!!!!!