“შეწყვიტე მსახიობობა და უკრაინაში ომში საბრძოლველად წადი!” – ორიემ ზინჩენკოს მიმართა

“გალათასარაის” 31 წლის მცველმა სერჟ ორიემ “არსენალის” შემტევ ოლექსანდრ ზინჩენკოს მოუწოდა, ომში წავიდეს.
კოტ’დიუვარელმა Snapchat-ზე უკრაინელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ თუ გამოიძახებენ, ომში წავიდოდა.
“შეწყვიტე მსახიობობა! მოხალისეს არ სჭირდება ვისმეს დარეკვა! წადი ახლავე ში და იბრძოლე”, – დაწერა ორიემ.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის მერე, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, ზინჩენკომ დაახლოებით 1 მილიონი ფუნტი გაიღო, რათაც თანამემამულეებს დახმარებოდა.
ფეხბურთელს ომში წასვლა სურდა, მაგრამ ოჯახის წევრების თხოვნის შემდეგ, ეს გადაიფიქრა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა
მ სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე შეამცირა.
“არსენალის” ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა:
“ვფიქრობ, პასუხი ერთადერთი და ნათელია. მე ომში საბრძოლველად წავიდოდი! იქ ახლა ჩემი ბევრი ახლო მეგობარი იმყოფება. ძნელია იმის გაგება, რომ ახლახან ერთ სკოლაში ვსწავლობდით,ფეხბურთს ერთად ვთამაშობდით და ახლა მათ უნდა დაიცვან ჩვენი ქვეყანა.
არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც რუსებმა ჩვენ, ჩვენს ხალხს დაუშავეს და სწორედ ამას ვასწავლი ჩემს შვილებსაც, ისინი კი მათ შვილებს ასწავლიან. ეს მიუღებელია”.
ზინჩენკო, რომელიც ერთი პერიოდი რუსულ “უფაში” თამაშობდა, თავის ძველ თანაგუნდელებთან ურთიერთობის შესახებ თქვა:
“რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან ცოტამ მომწერა და გამომიგზავნა მესიჯები. მე მათ ვერ დავადანაშაულებ, რადგან ეს მათი ბრალი არ არის.
არ შემიძლია ვუთხრა მათ, ბიჭებო, გააკეთეთ საპროტესტო აქციები და ამოიღეთ ხმა, რადგან ვიცი, რომ ისინი შეიძლება ციხეში ჩასვან”, – ამბობს უკრაინელი.