The Sun წერს, რომ “ხეტაფეს” ფორვარდმა მეისონ გრინვუდმა მისი თანამემამულის ჯუდ ბელინგემის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტა მოითხოვა.
ადრე გავრცელებული ცნობით, ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში, სადაც “რეალმა” “ხეტაფეს” გასვლაზე 2:0 სძლია, ბელინგემმა გრინვუდს მოძალადე უწოდა.
“სამეფო გუნდის” ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა და იყო მოსალოდნელი, რომ ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ხანგლძრივი დისკვალიფიკაციაც მიეღო, მაგრამ ახლა საქმის გაგრძელება და გამოძიების დასრულება არც სავარაუდო დაზარალებულს სურს.
მოგეხსენებათ, გრინვუდი გაუპატიურებაში იყო ბრალდებული, რის გამოც რამდენიმე წლით ფეხბურთიდან იყო მოკვეთილი. გამართლების შემდეგ კი ის იჯარით “მანჩესტერ იუნაიტედიდან”
“ხეტაფეში” გადავიდა.