უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირე პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადადგა.
კატალინ ნოვაკს, ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ მოუწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებული შეიწყალა.
ნოვაკის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაშ მოჰყვა მოთხოვნა, თანამდებობა დაეტოვებინათ პრეზიდენტსა და ყოფილი იუსტიციის მინისტრს, რომელიც ორბანის მმართველი პარტიის დეპუტატის თანამდებობას იკავებდა. ჯუდიტ ვარგამ, ისევე როგორც პრეზიდენტმა ნოვაკმა თანამდებობა 10 თებერვალს დატოვეს.
უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.