შეწყალების მიუხედავად, გაასაჩივრეს განაჩენი, რაც პრეცედენტულია – HRC

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” წარადგენა ანალიტიკური დოკუმენტი – “შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები”.
ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდნენ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. ყველა ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა გამოიყენა ექსკლუზიური უფლებამოსილება – შეწყალების მექანიზმი.
“მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსხვავებით უგულავას და გვარამიას საქმისგან, რომლებიც პრეზიდენტმა გასაჩივრების შიდასამართლებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდგომ შეიწყალა, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების აქტი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ გამოსცა და, მიუხედავად ამისა, მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს ზემდგომ ინსტანციებში. ორივე შემთხვევა ქართული მართლმსაჯულებისთვის პრეცედენტულია”, – აცხადებს ორგანიზაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…