იურისტი, მარიკა არევაძე:
ეს #ბრძოლა დაიწყო: სამშობლოსთვის, ქვეყნის დემოკრატიული წყობის შენარჩუნებისთვის, განვითარებისთვის; რეჟიმისთვის მიტაცებული ძალაუფლების ჩამორთმევისთვის.
ამ ბრძოლის ფარგლებში, მათ შორის ტყვედ აიყვანეს ხალხი, უკანონოდ დააპატიმრეს და ასე გაუჩნდა ქვეყანას #რეჟიმის #პატიმრები . უკანონო დაკავებებს მოყვა მოთხოვნა პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების და დიახ, რათქმაუნდა ეს ხალხი, როგორც დაიჭირეს სრულიად უკანონოდ, ახლა უნდა მოძებნონ გზები და #გაათავისუფლონ . კი, შეწყალება არის ერთ-ერთი მექანიზმი, თუმცა ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ ამ ქვეყნის პოლიტ. პატიმრები არ მიმართავენ არ არსებულ ინსტიტუციას. აქვე იურიდიული ნაწილი, რომ განვმარტოთ: შეწყალებას, საერთოდ არ სჭირდება რაიმე განცხადება ან/და მიმართვა. ამიტომ, თუ ოცნება, მათი ანუ ოცნების პრეზიდენტის ხელით გაათავისუფლებს, მათი მხრიდან უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს – ამით არც ეს ბრძოლა ზიანდება და მითუმეტეს არც ჩვენი გმირი გოგოები და ბიჭები. დაიჭირეს უკანონოდ, მიუსაჯეს უკანონოდ, უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება, ფორმა და მეთოდი თავად ეძებონ.
ფაქტი ერთია: ეს ბრძოლა გრძელდება, სამშობლოს გათავისუფლებამდე !




