„შეწუხებულია ხალხი, სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია“ – ადგილობრივი ფონიჭალაში მომხდარ დაპირისპირებაზე

ფონიჭალაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი 21 წლისაა და მას ყელის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

„ყელი გამოუჭრიათ მამაკაცისთვისო, ასე ამბობენ, აქ სულ ასეთი ამბები ხდება, სულ ჩხუბია, შეწუხებულია ხალხი. მრევლი დაუპირისპირდა ერთმანეთსო, ამბობენ ფულს არიგებსო და მაგ დროს მრევლი ჩხუბობსო, შეწუხებულები ვართ“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში