შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით – პოლონეთის საელჩო

პროევროპული აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებულებს, რომლებსაც უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად მიიჩვევს.
“ღრმად შეწუხებულები ვართ საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა და დაპატიმრებულთა ოჯახის წევრების მიერ მოთხრობილი ამბებით. სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულს, ვინც იბრძვის დემოკრატიული ღირებულებებისთვის და მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – წერია პოსტში, რომელიც საელჩომ შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათებთან ერთად გაავრცელა.
აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, მათ მოისმინეს ის რეპრესიული მიდგომები, რომლებსაც “ქართული ოცნება” პროევროპული აქციების მონაწილეთა დასჯისა და საზოგადოების დაშინების მიზნით იყენებს.