“შეწითლებული მქონდა…ტკივილი ვიგრძენი” – 21 წლის მათე დევიძის საქმის “დაზარალებული” პოლიციელი

“დავინახე, რომ ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში… მომხვდა მე ხელის არეში… მქონდა შეწითლებული,” – ამის შესახებ ოლიგარქის რეჟიმის პოლიციელმა, ლევან კოდელაშვილმა 21 წლის მათე დევიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა. კოდელაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ამტკიცებს, რომ დევიძემ მას ჯოხი დაარტყა, რის გამოც “ტკივილი განიცადა”. თუმცა, კითხვაზე – მიმართა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას დაზიანებისთვის, პოლიციელმა თქვა, რომ – “არა”:
“გზის სავალი ნაწილი იყო გადაკეტილი, მაგრამ ხალხის მცირე რაოდენობის გამო ჩვენ სიტყვიერად მოვუწოდეთ, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. შემდეგ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა სთან, ცოტა დაიძაბა რაღაცა ვითარება. დავინახე, რომ ახალგაზრდა, გრძელთმიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი მორბოდა ჯოხით ხელში, რა დროსაც ეს ჯოხი რამდენჯერმე მოიქნია და მათ შორის ერთხელ მომხვდა მე ხელის არეში. მარცხენა ხელის მტევანზე. დაზიანება, ცოტათი მქონდა შეწითლებული. მიმართეთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებას?] … არა, იმიტომ რომ არ მქონდა ის დაზიანება, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმემართა. რა თქმა უნდა [ტკივილის განცდას იწვევდა] ახლა ამხელა ჯოხს რომ ხელში ჩაგარტყამენ იგრძნობ ტკივილს,” – თქვა “დაზარალებულმა” მოწმე პოლიციელმა.
მათე დევიძეს ოლიგარქის რეჟიმი სამი პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. (მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა