„შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით“ – ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოში რუსული კანონის საბოლოო მიღებას X-ის საშუალებით ეხმიანება.
„შეძრწუნებული ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის წინ წასაწევად და მიატოვონ საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით”, – წერს მარგუს ცაჰკნა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დღეს, 84 ხმით დაძლია.