შეძრულნი ვართ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნით – ალიევი

“შეძრულნი ვართ ცნობით, რომ განჯიდან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები. ამ მძიმე მომენტებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი სახელით და აზერბაიჯანის ხალხის სახელით სამძიმარს გამოვხატავ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების და მოძმე თურქი ხალხის მიმართ”, – ავრცელებს აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს სამძიმრის წერილს.
საქართველოს -ს ცნობით, დღეს, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.
ოფიციალური ცნობითვე, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.