“შეძლებს თუ არა საფონოვი დონარუმასთვის კონკურენციის გაწევას?” – ამელიას კომენტარი

ვეტერანმა იტალიელმა მეკარემ, მარკო ამელიამ, “პარი სენ ჟერმენის” მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.
ამელიას თქმით, დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
“ფანებს, რომლებიც დონარუმას აკრიტიკებენ, ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგებათ. ზოგიერთს კი შეიძლება უბრალოდ მისი შურს. 15 წლის დონარუმა უკვე “მილანის” კარს იცავდა და ამას წარმატებით ახერხებდა.
ის ევროპის ჩემპიონიც გახდა და ტურნირზე საუკეთესო იყო, იტალიის ნაკრებში კი თავის პოზიციაზე უკონკურენტოდ ნომერ პირველია. ყველაფერთან ერთად, დონარუმა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია უკეთეს დონეზე ითამაშოს.
– შეიძლება პსჟ-მა საფონოვი შეიძინოს, შეუძლია თუ არა რუს მეკარეს დონარუმასთან კონკურენცია?
ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თუმცა არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმემ დონარუმას კონკურენცია გაუწიოს”, – განაცხადა ამელიამ.