შეძლებს თუ არა ამერიკელი მემარჯვენე უკან დაბრუნებას? | მოსაზრება

ს და მისი MAGA მოძრაობის გავლენით, ამერიკელი მემარჯვენე ფლანგი ამოუცნობი გახდა მათთვის, ვინც რონალდ რეიგანისა და მარგარეტ ტეტჩერის ღირებულებების ერთგული რჩება. საკითხავია, შეძლებს თუ არა რესპუბლიკური პარტია კვლავ აღადგინოს მისი ბრენდი ღირსეული კონსერვატიზმისა.
ავტორი: მაიკლ რ. სტრეინი, ეკონომისტი
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი – როდესაც კოლეჯის სტუდენტებს დემოკრატიული სოციალიზმისა და პოპულიზმის პრობლემებზე ვესაუბრები, ხშირად მომყავს ხოლმე ციტატა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის გაფრთხილებიდან: ამ ეკონომიკური პოლიტიკით, „საბოლოოდ სხვისი ფული გამოგელევათო.“ რადგან ეს ხშირად დამაბნეველ გამომეტყველებას იწვევს, ამას ვაყოლებ ციტატა ტეტჩერის 1983 წლის მიმართვიდან კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე: „არ არსებობს საზოგადოებრივი ფული, არსებობს მხოლოდ გადასახადების გადამხდელების ფული.“
რკინის ლედის იმიტომ ვახსენებ, რომ გასულ თვეში მისი ასწლოვანი იუბილე იყო, რომელსაც საოცრად მცირე ყურადღება დაეთმო. ის უკეთესს იმსახურებს. თავისუფალი ხალხისა და თავისუფალი ბაზრების ჩემპიონი ტეტჩერი პოლიტიკური გიგანტი იყო ატლანტიკის ორივე ნაპირზე, 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ტორებს“ და 1979-დან 1990 წლამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. თუ დღეს ის მარგინალიზებულია, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად გადაუხვია პოლიტიკურმა მემარჯვენეობამ, უგულებელყო არა მხოლოდ მისი, არამედ მისი ამერიკელი თანამედროვის, რონალდ რეიგანის მემკვიდრეობაც.
ამაში დასარწმუნებლად საკმარისია უბრალოდ თვალი გადავავლოთ ბოლო სათაურებს. მაგალითად, განვიხილოთ -ის პრეზიდენტის ს წინადადება, რომ მთავრობამ ოჯახებს 2000-დოლარიანი სატარიფო შეღავათის ჩეკები გაუგზავნოს მაღალი ფასების შესახებ შეშფოთების გადასაჭრელად. ტეტჩერი და რეიგანი შეძრწუნდებოდნენ (ისევე როგორც თავად ტარიფებით). ისინი ასევე მკაცრად გააპროტესტებდნენ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებს, მიეღო კაპიტალის წილები კერძო კომპანიებში და დაეკავშირებინა სხვების შემოსავლების ნაკადები, ისევე როგორც მის თავდასხმებს იმიგრაციაზე. მაშინ როცა ტეტჩერი და რეიგანი სსრკ-ს უპირისპირდებოდნენ, დღევანდელი რესპუბლიკური პარტიის დიდი ნაწილი იზოლაციონისტია, ხოლო პოლიტიკური მემარჯვენეების ზოგიერთი წარმომადგენელი საერთოდ კრემლის დიქტატორის გავლენის ქვეშაა.
მაგრამ განსხვავებები უფრო ღრმაა, ვიდრე პოლიტიკური უთანხმოება. ტრამპი ამერიკელ ხალხს დიდი ხანია მსხვერპლად მიიჩნევს, რომლებიც უძლურნი არიან მტრული ელიტების მიერ დაწესებული ეკონომიკური ცვლილებების წინაშე. 2016 წლის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მიღებისას, მან განაცხადა: „პოლიტიკურ ასპარეზზე შემოვედი, რათა ძლევამოსილებმა ვეღარ შეძლონ იმ ხალხის ცემა, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია.“ რესპუბლიკური ისტებლიშმენტი და კონსერვატიული მოძრაობა მის უკან და მისი უკმაყოფილების პოლიტიკის უკან დადგა.
ამის საპირისპიროდ, ტეტჩერი იცავდა ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და მოქმედების თავისუფლებას. როგორც მან 1975 წლის სიტყვაში განმარტა: „ჩვენ უნდა ავაშენოთ საზოგადოება, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია განავითაროს თავისი სრული პოტენციალი, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის, საზოგადოება, სადაც დაჯილდოებულია ორიგინალურობა, უნარი, ენერგია და ეკონომიურობა, სადაც ჩვენ წავახალისებთ და არ შევზღუდავთ ადამიანური ბუნების მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს.“
ის ასევე მუდმივად ღირსეულად და მოკრძალებულად იქცეოდა, ისევე როგორც რეიგანი, რომელიც იმდენად გულმოდგინედ იცავდა თავისი ოფისის ღირსებას, რომ დაჟინებით მოითხოვა, გადაყვანისას სასწრაფო დახმარების ოთახში შესულიყო ფეხით, მას შემდეგ, რაც მას ესროლეს, და იატაკზე დაეცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში და საზოგადოების თვალთახედვის მიღმა აღმოჩნდა.
ტრამპმა შთამბეჭდავი და საკულტო ლიდერობა გამოავლინა მას შემდეგ, რაც გასულ წელს მას ესროლეს. მაგრამ ეს მომენტი მკვეთრად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ღირსების კოლაფსს და პოლიტიკური დისკურსის გაუხეშებას, რაც მან დააჩქარა. გასულ თვეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ს მიერ გენერირებული ვიდეო, სადაც გამანადგურებელი თვითმფრინავი განავალს ყრის იმ ამერიკელებზე, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან. და ისევ, სადაც ტრამპი მიისწრაფვის, იქ რესპუბლიკელები მიჰყვებიან. მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა ცოტა ხნის წინ X-ზე კრიტიკოსს უპასუხა და მას „დიპშიტი“ (dipshit – იდიოტი) უწოდა.
ღირსება, მოკრძალება და სერიოზულობა მნიშვნელოვანია დემოკრატიაში. არჩეული ლიდერები, რომლებიც მათ უარყოფენ, კარგავენ მათ ნდობას, ვინც ჯერ მათ ბანაკში არ არის. ქვეყნისთვის უფრო რთული ხდება გაერთიანება სირთულეებთან გამკლავებისთვის – იქნება ეს პანდემია, ტერორისტული თავდასხმა, ეკონომიკური კატასტროფა თუ ომი – რადგან ლიდერებს უჭირთ კომპრომისის მიღწევა პოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად.
ტრამპის მმართველობის ქვეშ, მისმა MAGA („Make America Great Again“) მოძრაობამ ზოგიერთი ყველაზე მახინჯი ძალისთვის პოლიტიკაში საშუალება შექმნა, რომ მეინსტრიმისკენ აეღოთ გეზი. ტაკერ კარლსონის ბოლოდროინდელი ინტერვიუ ჰოლოკოსტის უარმყოფელ, ჰიტლერის თაყვანისმცემელ ინფლუენსერ ნიკ ფუენტესთან, ამის ნათელი მაგალითი იყო. კარლსონი ხშირად იყენებდა აგრესიული ინტერვიუს სტილს ოპონენტებთან, მაგრამ ამჯერად, მას არ უარუყვია მისი რესპონდენტის შემაძრწუნებელი და საშიში შეხედულებები. არც ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კარლსონმა ანტისემიტიზმს გაუწია პოპულარიზაცია.
კარლსონი მარგინალური ფიგურა არ არის. ის ტრამპის ოჯახთან ერთად იჯდა 2024 წლის რესპუბლიკურ ეროვნულ კონვენციაზე, სადაც პარტიამ ტრამპი პრეზიდენტობის ნომინანტად მესამედ წარადგინა. მას შემდეგ, რაც კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი მოკლეს, ვენსი უძღვებოდა კირკის პოდკასტს და სტუმრად კარლსონი ჰყავდა. გააგრძელებს თუ არა ამერიკელი მემარჯვენე კარლსონის მხარდაჭერას? „ჰერიტეიჯის ფონდმა“ (The Heritage Foundation) გააგრძელა. ვენსიც ასე მოიქცევა?
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ს ძლიერი მოკავშირე აღმოჩნდა, ის აქ სამუდამოდ არ იტრიალებს. მოიპოვებენ თუ არა მემარჯვენეების „კარლსონები“ უფრო მეტ გავლენას, როდესაც ის სცენას დატოვებს?
ტეტჩერს და რეიგანს სჯეროდათ თითოეული ადამიანის შინაგანი ღირსების. პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ რწმენას იზიარებს, არ შეიძლება რასისტებსა და ანტისემიტებს რაიმეს უთმობდეს. ამ უკანასკნელის მიღება ნიშნავს პირველზე უარის თქმას.
თავის 1975 წლის სიტყვაში, ტეტჩერი მიესალმა იმ ფაქტს, რომ „ახალი დებატები იწყება – ან შესაძლოა უნდა ვთქვა, რომ ძველი დებატები განახლდება – მთავრობის სწორი როლისა“ და იმ „დამოკიდებულებების“ შესახებ.
რესპუბლიკური პარტიის მძვინვარე ბნელ ღრუბელში დადებითი მხარე ის არის, რომ მსგავსი დებატები ჰორიზონტზეა, რადგან მემარჯვენეების პოსტ-ტრამპისეული მომავლისთვის ბრძოლა იწყება. ჩვენგან მათ, ვინც ტეტჩერისა და რეიგანის მემკვიდრეობას ვაფასებთ, ბევრი რამ დევს სასწორზე, ისევე როგორც ყველა ამერიკელისა – და მთელ მსოფლიოსთვის.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
ამავე თემაზე:
მამდანის დიდი ფსონი | სლავოი ჟიჟეკი

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძის სოლიდარობის მარშის კიდევ ორი მონაწილე – ქეთევან ხუსკივაძე და ნინო ბარძიმიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო – ხუსკივაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმა, ბარძიმიშვილს კი 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში ჩართულნი – ამასთან, რადიკალური ოპოზიციის უცხოელი პატრონები გარკვეულ წარმატებებს აღწევენ: ჩვენი ქვეყანა ბოლომდე დამშვიდებული არ არის