“შე**ცი, შემდეგი შეკითხვა” – ადამ დრაივერმა პრესკონფერენციაზე შეკითხვას გინებით უპასუხა

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც მსახიობი ადამ დრაივერი პრესკონფერენციაზე შეკითხვას გინებით პასუხობს.
When someone in the audience says the crash scenes in Ferrari “looked pretty harsh, drastic and I must say cheesy for me” and asked Adam what he thought pic.twitter.com/mXaF1LlTuf— Adam Driver Central (@adamdrivercentl) November 12, 2023
შემთხვევა პოლონეთში, ფესტივალ Camerimage-ზე მოხდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ფილმ ფერარის შესახებ მსახიობს კითხვა დაუსვა:
“რაც შეეხება ავარიის სცენებს. მე მომეჩვენა, რომ სცენები უხეში, ხისტი და იაფფასიანია? თქვენ”?
მსახიობმა კითხვას მოკლედ უპასუხა: “შე**ცი, არ ვიცი. შემდეგი შეკითხვა”.
მაიკლ მანის ფერარი ბიოგრაფიული დრამაა, რომელშიც დრაივერი იტალიელი მრბოლელისა და გამომგონებლის ენცო ფერარის როლს თამაშობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა დეკემბერშია დაგეგმილი.