შეცდომით დაკავებული სასამართლოს ეზოში – მოკლული მიშო ქავთარაძის მამას პოლიციამ დღეს ხელბორკილები დაადო (ვიდეო)

შეცდომით დაკავებული სასამართლოს ეზოში – მოკლული მიშო ქავთარაძის მამა, პოლიციას, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეში აერია და ხელბორკილები დაადეს. კაცი, რომელსაც ერთადაერთი შვილი მოუკლეს, სასამართლოს ეზოდან  ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაიტაცეს.

  • საუბარია 27 წლის ბიჭის გახმაურებულ მკვლელობაზე, რომელშიც “შაბათის ეთერისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, სპეცრაზმელები ფიგურირებენ.

ბესო ქავთარაძე დღეს სწორედ  შვილის პროცესზე მიდიოდა, როცა მასთან მიცვივდნენ და ხელბორკილები დაადეს

პირველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ სვამს ძალის გამოყენებით ათამდე პოლიციელი გელა ქავთარაძეს, ისმის ქალის ხმაც, რომელიც პოლიციას სიკვდილს გადარჩენილი კაცის გაშვებას და მის ნაცვლად დაკავებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია