ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანიამ დანია 2:0 დაამარცხა.
მატჩი 35-ე წუთზე ჭექა-ქუხილისა და სეტყვის გამო შეჩერდა და 25 წუთის შემდეგ გაგრძელდა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ყველაზე სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს – როდესაც პირველი ტაიმის ბოლოს პირისპირ გასულ ჰეილუნდს გატანა ნოიერმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ დანიელი ანდერსენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ცოტა ხანში კი მას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და გერმანია ჰავერცმა პენალტით დააწინაურა. მერე ჰავერცი შმეიხელთან ერთი ერთზე გავიდა და ბურთი ოდნავ ააცილა მიზანს. თუმცა, მერე მუსიალამ ანგარიში გაზარდა.
მან მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს დაეწია. ბოლოს ჰავერცს შმეიხელმა დუბლი არ შეასრულებინა და შეხვედრაც დასრულდა.
გერმანია 1/4-ფინალში ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებულს 5 ივლისს დაუპირისპირდება.
გერმანია – დანია 2:0
გოლები: 1:0 ჰავერცი (53, პენ), 2:0 მუსიალა (68)
. ნოიერმა ევროპირველობებზე მე-19 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გერმანელთა შორის რეკორდსმენი გახდა.
. კროოსმა 12:21 წუთში 4 მომენტი შექმნა – იმაზე მეტი, ვიდრე ინგლისელთა ნებისმიერმა ფეხბურთელმა მთელ ტურნირზე.