“შეშფოთებით აღვნიშნავთ ოცნების აგრესიულ რიტორიკას, – გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია” – გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე “ფორმულას” კითხვას პასუხობს და “ოცნების” მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ.
“გერმანიის ელჩი საქართველოში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერი ჩარევა დიპლომატიურ საქმიანობაში დაუშვებელია. შეშფოთებით აღვნიშნავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია. გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გერმანიის ელჩმა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, არალეგიტიმური პრემიერი მას ჩვეული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით თავს დაესხა და “რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი” უწოდა.
შეგახსენებთ, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”