შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება “ქართულ ოცნების” მიერ კვლავ ინიცირებულ ”რუსულ კანონს”, რომელიც მმართველმა პარტიამ გასულ წელს მასობრივი პროტესტის ფონზე გაიწვია პარლამენტიდან და პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა.
“ქართული ოცნების მიერ რეინიცირება კანონპროექტისა “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობაზე” სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს საქართველოოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა”, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.
The announcement by Georgian Dream to re-introduce a draft law on “Transparency of Foreign Influence” raises serious concerns. 🇪🇺 encourages political leaders in 🇬🇪 to pursue reforms in line with Georgia’s European aspirations, as supported by a large majority of its citizens. https://t.co/ncbgKaxamM — Swedish Ministry for Foreign Affairs (@SweMFA) April 4, 2024