„შეშფოთებას გამოვთქვამთ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ – ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს დაპატიმრებულ მასწავლებლის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს მოუწოდებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.
გავრცელებულ განცხადებაში, ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია წერს, რომ დათაშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციური პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო-პირობებში.
„ჩვენ, ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია, ვაკვირდებით რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და თავისუფლება-აღკვეთილი ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სამედიცინო ეთიკისა და ჰუმანური ღირებულებებისადმი ერთგული ორგანიზაცია, ვაცხადებთ და შევახსენებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და ჰუმანური მოპყრობა არის ფუნდამენტური უფლება, რომლის გარანტირება აუცილებელია ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა.
ჩვენ განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ღირსეული პედაგოგის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით, პროგრესულად უარესდება დღიდან მისი თავისუფლების აღკვეთისა.
ნინო დათშვილი საჭიროებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევას, ქირურგიული ჩარევისა და შემდგომი, რთული რეაბილიტაციია პროცესის ჩათვლით, შესაბამის გარემო- პირობებში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ და ვთხოვთ, საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სამედიცინო სტრუქტურებს, დაიცვან სამედიცინო ეთიკისა და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.ქართელ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ასევე, სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ პედაგოგსა და კოლეგას, ვინც თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს ადამიანის ჯანრთელობას, განათლებასა და კეთილდღეობას. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანური ღირსების, ჯანმრთელობისა და პროფესიული პატიოსნების დაცვისადმი.“