სანამ ღია კოსმოსში, 9 თვით ჩარჩენილი კოსმონავტები ბარი უილმორი და სუნი უილიამსი სახლში დასაბრუნებლად ემზადებიან, NASA-ს მეცნიერები დედამიწაზე დაბრუნებისას, მათთვის პირობების გასაუმჯობესებლად მუშაობენ.
ასტრონავტების ბარი “ბუჩი” უილმორისა და სუნი უილიამსის დასაბრუნებლად, NASA და SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, კოსმოსური მისიის Crew-10 -ის გაშვებას დღეს გეგმავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. მიუხედავად ამისა, კოსმოსური ადმინისტრაცია მისიის გაგზავნას უახლოეს დღეებში გეგმავს.
რა ემართება კოსმონავტის სხეულს და გონებას დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ? – ამის შესახებ theguardian-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს.
· გრავიტაცია
გრავიტაცია არის ძალა, რომლითაც პლანეტა ან სხვა სხეული ობიექტს საკუთარი ცენტრისკენ იზიდავს.
გრავიტაციის ნაკლებობა იწვევს ძვლის სიმკვრივის მნიშვნელოვან და შეუქცევად დაკარგვას. ასევე იწვევს მკლავების, ფეხების, ტანისა და სხეულის სხვა ნაწილებში კუნთების, მათ შორის გულის კუნთების დასუსტებას, რადგან მას ნაკლებად დატვირთვით უწევს მუშაობა.
სისხლის მოცულობა მცირდება და მისი დინება იცვლება – ზოგან ნელდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თრომბის წარმოქმნა.
“თავის არეში გროვდება სითხე, რაც კოსმონავტებს აგრძნობინებს, რომ თითქოს მუდმივი სურდო აქვთ. მცირდება ყნოსვის შეგრძნება, რაც, სხვათა შორის, ალბათ კარგია, რადგან იქ საშინელი სუნია,“ – განაცხადა სვინბერნის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ალან დაფიმ.
“მეორე მხრივ, როდესაც დაბრუნდებიან, დიდი ალბათობით შვებასაც იგრძნობენ, რადგან საბოლოოდ დაძლევენ ცხრათვიან სიცივეს. მათ ასევე გაუჭირდებათ სიარული, ადვილად დაეხვევათ თავბრუ და თავიდან ექნებათ ცუდი მხედველობა. თავის წინა არეში სითხის დაგროვება ასევე ცვლის მათი თვალის კაკლის ფორმას და ასუსტებს მხედველობას,“ – თქვა დაფიმ.
როგორც წესი, თვალის ფორმა რეაბილიტაციური პერიოდის შემდეგ ნორმას უბრუნდება და მხედველობაც ჩვეულ ნორმებს უბრუნდება. დაფის თქმით, მათი რეაბილიტაცია სახლში დაბრუნების შემდეგ ინტენსიური ფიზიოთერაპიის მსგავსი იქნება, რომელსაც კომიდან გამოსული ნებისმიერი ადამიანი გადის.
დაფის თქმით, კიდევ ერთი გასაკვირი ჩვენება არის ის, რომ კოსმონავტის კანი “თითქმის ბავშვივით ხდება“.
· რადიაცია
გრძელვადიანი კოსმოსური მოგზაურობის ყველაზე საშიში ეფექტი შესაძლოა იყოს რადიაციის ზემოქმედება, რამაც შეიძლება გაზარდოს კიბოს და იშვიათი ტიპის კიბოს რისკი. დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი გვიცავს რადიაციის მაღალი დონისგან, მაგრამ კოსმოსში ადამიანებს ასეთი დაცვა არ აქვთ.
NASA-ს თქმით, ასტრონავტები კოსმოსში უფრო მეტ რადიაციას ექვემდებარებიან, ვიდრე დედამიწაზე.
კოსმოსური რადიაციისგან ადამიანების დაცვა ერთ-ერთი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მეცნიერები ცდილობენ, რადგან ისინი მარსზე ან მთვარეზე ადამიანების ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგზავნისთვის ემზადებიან.
· “ზედხედის ეფექტი“
სახლში დაბრუნების შემდეგ, კოსმონავტებში შფოთვა (ექსტრემალური პირობების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი) და დეპრესია ხშირად იჩენს თავს.
მათ შეიძლება ასევე განიცადონ მხედველობის თავისებურება, რასაც “ზედხედის ეფექტი“ ჰქვია. დედამიწაზე ზემოდან ყურებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზოგიერთ ასტრონავტს შესაძლოა გაუჩინოს მყიფეობის განცდა.
“ზოგი ამას შთაგონების გრძნობას უწოდებს. ზოგი – არაადეკვატურობის განცდას, თუ რამდენად დიდია სამყარო. წარმოიდგინეთ, ისინი უნდა ჩამოვიდნენ დედამიწაზე, გაამზადონ საუზმე და სამსახურში წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი გადასვლა ძალიან შთამაგონებელი გარემოდან, ყოველდღიურობაში,“- აცხადებს პროფესორი.
წყარო: ambebi.ge
