შეშინებულია ყველა მოქმედი მინისტრი, არავინ იცის “რაზბორკაზე“ ხვალ სად დაიბარებენ-მათე კირვალიძე

ჟურნალისტი, მათე კირვალძე “ოცნებაში“ არსებულ შიშზე საუბობს და ამბობს, რომ “შეშინებულია ყველა, დაწყებული ყოფილი მინისტრიდან, დამთავრებული მოქმედ მინისტრამდე.“
კირვალიძის თქმით, ყველამ იცის, რომ “ხვალინდელი დღე მათთვის არ არსებობს, რადგან არავინ იცის რაზბორკაზე ხვალ საგარეჯოში დაიბარებენ, დედოფლისწყაროში თუ ლაგოდეხის ნაკრძალში“.
შეშინებულია ყველა ყოფილი მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილს მიაყოლეს, შეშინებულია ე.წ. კახური კლანი, შეშინებულია ყველა მოქმედი მინისტრი, რომელიც ახლა თავს მინისტრს უწოდებს, ყველამ იცის, რომ ხვალინდელი დღე მათთვის არ არსებობს, ხვალინდელი დღე კი არა, საღამოს, რომ დაიძინებენ, შესაძლოა, მესიჯიც არ მოუვიდეთ, რომ ხვალ თანამდებობაზე აღარ არიან. არავინ იცის “რაზბორკაზე“ ხვალ საგარეჯოში დაიბარებენ, დედოფლისწყაროში თუ ლაგოდეხის ნაკრძალში. ყველას ყველგან დაიბარებენ და დაბარებულებიც ჰყავთ უკვე,- ამბობს კირვალიძე.
მისივე თქმით, ღარიბაშვილმა აჯობა კალაძეს, ს და აჭარის დეპუტაციას, როცა თორნიკე რიჟვაძის სანახავად საავადმყოფოში მყისიერად მივიდა.
ღარიბაშვილმა აჯობა კალაძეს, კობახიძეს და აჭარის დეპუტაციას, იმათ, ფურცლიდან დაწერილ სამარცხვინო ტექსტებს რომ კითხულობენ და ამერიკას და ევროკავშირს ამუნათებენ, თითქოს, ქართველობას გვართმევენ, ქართველობის წართმევა არის ის, რასაც ისინი აკეთებენ, იმ წერილის დაწერაც, რომელიც “ვითომ მედდამ იპოვა“, ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა კლინიკის დირექტორიდან, მედდით დამთავრებული ყველა დაკითხვაზე უნდა იყოს, რომ მომაკვდავ პაციენტს, ვირაცამ ჯიბეში ხელი ჩაუწო და წერილი ამოუღო, სამარცხვინოც აღარაა,-თქვა მან გადაცემა “რეაქციაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას