ახალი წლის ღამეს შვეიცარიაში ქალაქ კრას-მონტანას Le Constellation-ის ბარში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გაჩენილმა ხანძარმა 40 ადამიანი იმსხვერპლა და 115 დაშავდა, მათ შორის, ქართველების “მეცის” 19 წლის ფეხბურთელის ტაჰირის დოს სანტოსი.
ფეხბურთელის აგენტმა კრისტოფ იუტომ BFMTV-სთან საუბარში განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა თავისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩაიგდო, რადგან შეყვარებული გადაერჩინა.
ხანძრის გაჩენის დროს სპორტსმენი ბარის პირველ სართულზე იმყოფებოდა. მან გარეთ გასვლა მოახერხა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი შეყვარებული შენობაში იყო. ფეხბურთელი ყოყმანის გარეშე ცეცხლმოკიდებულ შენობაში შევარდა.
შვეიცარიის ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის მასშტაბის გამო, მთელ ქვეყანაში დამწვრობის განყოფილებები სწრაფად დაიტვირთა, რის გამოც ზოგიერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული სპეციალიზებული მკურნალობისთვის მეზობელი ქვეყნების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ასევე დოს სანტოსიც, რომელიც გერმანიაში შტუტგარტის კლინიკაში მკურნალობას გადის. მას მეორე ხარისხის დამწვრობები აქვს.
იტალიის ოფიციალური პირების თქმით, 16 იტალიელი მოქალაქე დაკარგულად ითვლება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე დაკარგულია საფრანგეთის რვა მოქალაქე.
ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან მათი ცხედრების უმეტესობა მძიმედ იყო დამწვარი და ვიზუალურად მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
დამწვრობის სიმძიმე აიძულებს გამომძიებლებს, სიკვდილის დასადასტურებლად დნმ-სა და სტომატოლოგიურ ჩანაწერებს დაეყრდნონ.
შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელენმა ხანძარს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედია უწოდა, რაც კი ქვეყანას ოდესმე განუცდია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დანაკარგის მასშტაბებმა ახალი წლის დასაწყისში ერი გლოვაში ჩააგდო.
თავის მხრივ, დოს სანტოსის კლუბმა “მეცმა” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ფეხბურთელს ყველა შესაძლო მხარდაჭერას უწევენ და ყველაფერს აკეთებენ მისი სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის.
ინფორმაციისთვის, ტაჰირის დოს სანტოსი “მეცის” აღზრდილი გახლავთ. ის ძირითადად 19-წლამდელთა გუნდში ირჯება. გასული წლის 20 დეკემბერს ის ის “ბიეშეიმთან” საფრანგეთის თასის 1/32-ფინალურ შეხვედრაში ძირითადი კლუბის განაცხადშიც გახლდათ.
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან – აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
ნაახალწლევს პსჟ-ს და “კვარას” მარათონი იწყება – იხილეთ კალენდარი
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
კიდევ ერთი ქართველი “ნაპოლიში”? – “პარტენოპეი” გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
“წიტაიშვილი “ლაციოს” სჭირდება – მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს” – იტალიური მედია
წიტაიშვილი “მეცში” გამოარჩიეს – ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
“მიქაუტაძე “ვილიარეალს” წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან” – რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა – ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო




