ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზსოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ქართული სამშენებლო კომპანიების საერთაშორისოპროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარიამოცანაა ადგილობრივი ბიზნესისთვის თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ელოდება, რომ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიბიზნესის აქტიურობა შესაბამისი იქნება და ქართული კომპანიები უფრო აქტიურად ჩაერთვებიანსაერთაშორისო ტენდერებში.
მისი თქმით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთრეალური შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო კომპანიებს და სრულფასოვნად მიიღონმონაწილეობა მსხვილ პროექტებში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვყავდეს ძლიერი სამშენებლო კომპანიები. ქვეყნის სიძლიერისერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ძლიერი ადგილობრივი სამშენებლო სექტორია. ამ მიმართულებითაქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, უკვე შექმნილია პირობები, რომ ქართული კომპანიები საერთაშორისოპროექტებში უფრო ფართოდ ჩაერთონ,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროსთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნებათუ უცხოური – მოთხოვნები ყველასთვის თანაბარია და მთავარი კრიტერიუმებია სამუშაოების მაღალიხარისხი და პროექტების დროულად დასრულება.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში შესრულება.
“ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კომპანია ქართული იქნება თუ უცხოური — მოთხოვნა ყველას მიმართთანაბარია. ეს მოთხოვნა გულისხმობს მაღალ ხარისხს და სამუშაოების დროულ დასრულებას. სწორედდროულ შესრულებას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა,“- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.




