შექიმნება “ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” და “ინვესტიციების სააგენტო” –

ირაკლი /მარიამ ქვრივიშვილისაქართველოს მთავრობა/Facebookივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროში ორი ახალი ინსტიტუცია ჩამოყალიბებდა – “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” და “ინვესტიციების სააგენტო”. განცხადება კობახიძემ ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, “საქართველოს ეკონომიკის კორპორაცია” “აწარმოე საქართველოში” ბაზაზე შეიქმნება.
“დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტოს აწარმოე საქართველოში ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა.
პროგრამას აწარმოე საქართველოში დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც  კომპანიებს გაეზრდებათ წვდომა იაფ სესხებზე.
ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში”. – განაცხადა კობახიძემ.