შეფერხებით მუშაობენ ავიაკომპანიები და საერთაშორისო აეროპორტები

მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Airlines-ი, United Airlines-ი, Lufthansa და სხვები პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. ამავე მიზეზით შეფერხებებია აეროპორტებშიც – ვერ ხერხდება მგზავრთა შემოწმება.
რადიო თავისუფლებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ქვეყნის აეროპორტები მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ. თუმცა ამ ხარვეზის გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინის (გერმანია) აეროპორტმა ვერ მიიღო და პოზნანში (პოლონეთი) დაჯდა.
ავიაკომპანიების გარდა, შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ტელე და რადიომაუწყებლები.
· გაერთიანებული სამეფოს ფარმაციის ეროვნული ასოციაციის სპიკერი ამბობს, რომ შეწყვეტილია წვდომა რეცეპტებზე და პაციენტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს;
· გერმანიის ორმა საავადმყოფომ გააუქმა გეგმური ოპერაციები.
გლობალური გათიშვის მიუხედავად, კომპანიების ნაწილი ახერხებს სერვისის მიწოდებას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას