“შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე” – ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

“სპარტაკში” ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა არიმ RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სპორტის არსებობა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია.
ბრაზილიელის თქმით, ევროპელ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება რუსეთი საერთაშორისო არენაზე.
“ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება რუსეთი საერთაშორისო არენაზე. სპორტის არსებობა ასეთი დიდებული ქვეყნის გარეშე წარმოუდგენელია, რუსეთის დაბრუნება კარგი იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ტურიზმისთვის”, – განაცხადა არიმ.
ცნობისთვის, ვეტერან ფორვარდს რუსეთის ნაკრების რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ