“შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე” – ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

“სპარტაკში” ჯანო ანანიძის ყოფილმა თანაგუნდელმა არიმ RB Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სპორტის არსებობა რუსეთის გარეშე წარმოუდგენელია.
ბრაზილიელის თქმით, ევროპელ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება საერთაშორისო არენაზე.
“ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდება საერთაშორისო არენაზე. სპორტის არსებობა ასეთი დიდებული ქვეყნის გარეშე წარმოუდგენელია, რუსეთის დაბრუნება კარგი იქნება როგორც სპორტსმენებისთვის, ასევე ტურიზმისთვის”, – განაცხადა არიმ.
ცნობისთვის, ვეტერან ფორვარდს რუსეთის ნაკრების რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს