შეუძლებელია საქართველო იმ ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელსაც მისი მთავრობა ყოველ დღე საშინელს უწოდებს – გერმანიის ელჩი

შეუძლებელია საქართველო იმ ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელსაც მისი მთავრობა ყოველ დღე საშინელს უწოდებს – გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩმა საქართველოს პეტერ ფიშერმა “ანალიტიკა”–სთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პროპაგანდის მანქანა “ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში”.
ელჩის თქმით, “ეს ყველაფერი სიცრუეა” და შეუძლებელია საქართველო იმ ორგანიზაციის წევრი გახდეს, რომელსაც მისი მთავრობა ყოველ დღე საშინელს უწოდებს.
bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს