„შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება“ – “ოცნების” ბრალდებებზე

ოპოზიციაში “ქართული ოცნების” ბრალდებებს უპასუხეს. კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ბრალდებები “არასერიოზულია”.
“შეუძლებელია მსგავს არასერიოზულობაზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება. ეს არის დაცინვა, პირველ რიგში, ხალხის – იმ ხალხის, რომელსაც მოჰპარეს ხმები. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი რასაც ისინი კადრულობენ, სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას,” – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.
პარტია “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, არ ჰგონია, ამ ბრალდებების ადრესატი მისი პარტია იყოს.
“რა ვიცი, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით არა მგონია საუბრობდეს. ჩვენ პირიქით გვაქვს მტკიცებულებები. თუ რამის თავი აქვთ, გამოვიდნენ და იმ მტკიცებულებებზე ილაპარაკონ, რომელიც გავასაჯაროვეთ, რომელიც საზოგადოებას ვაჩვენეთ და რომლის გამოძიების ვალდებულებაც აქვთ,” – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” 26 ოქტომბრის ს მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი “ქართული ოცნების” სახელით.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა