შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ამას არავინ იკადრებს

შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ამას არავინ იკადრებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც ვეტინგის თემას ეხებოდა.
მისი თქმით, ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ.
„თანამედროვე ცივილიზებული სამყარო იბრძვის მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებისთვის. ვეტინგის სისტემა პირდაპირ მიმართულია მოსამართლის დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ. არათუ ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნიდანაც შემოწმების ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია. ეს არის ბერკეტი, ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. მით უმეტეს, გარედან რაიმე გადაწყვეტილების მიღება, შემოწმება კატეგორიულად მიუღებელია, ამიტომ ჩვენთვის ეს თემა ჩახურულია. წარმოუდგენელია, მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ პრინციპული მიდგომა და სუვერენიტეტში ჩაურევლობის მიმართ პრინციპული მიდგომა ევროპისთვის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპაში გაწევრიანების გზაზე.
შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმი იყოს დაყენებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. საკითხი არ დადგება ისე, რომ სუვერენიტეტი ან ევროპაო. წარმოუდგენელი იქნება საკითხის დაყენება იმგვარად, რომ სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ერთ-ერთი დათმეთო. ჩემი აზრით, ამას არავინ იკადრებს. შეიძლება, ვრცელდებოდეს რაღაც განცხადებები, მაგრამ ასეთი საკითხის დაყენება შეუძლებელია. ჩვენ არავინ უნდა დაგვიყენოს საკითხი, სასამართლოს დამოუკიდებლობა დათმეთ, თორემ ევროკავშირის გზაზე რაღაც პრობლემები შეგექმნებათო. ასე საკითხი ვერ დადგება და გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგალითად, მოლაპარაკებების გახსნაზე, შეუძლებელია, ასეთი ულტიმატუმის დონის საკითხები დადგეს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში