შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება – ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს

ხვალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პსჟ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „პარიზიენი“ წერს, რომ ტრავმამორჩენილი დემბელე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება და ლუის ენრიკეს ის შემტევი ტრიო ეყოლება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ გაანადგურა – დუე, კვარაცხელია, დემბელე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხვიჩა შეუცვლელია, დემბელეც სასტარტოში იქნება და დუეც და ეს მიუხედავად იმისა, რომ „რეკორდმაისტერის“ მოწყვლადი დაცვა თავისუფალ სივრცეებს ტოვებს, რითაც სწრაფ ბარკოლს შეუძლია ისარგებლოს.
პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
მატჩის წინ კომენტარი „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ გააკეთა: „ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მათი მჯერა. შესანიშნავ მეტოქესთან რთული შეხვედრა გველის. ეს ჩვენთვის პირველი საკლუბო მუნდიალია და გვინდა ისტორიაში შევიდეთ. გამარჯვება ისედაც შესანიშნავი სეზონის დაგვირგვინება იქნება. თუმცა, ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. მხოლოდ 1/4-ფინალში ვარ, მაგრამ როგორც ვთქვი, ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ.
არ მესმის იმ ხალხის, ვინც ტურნირს აკრიტიკებს, რომელიც ასეთი ფორმატით პირველად ტარდება და ბუნებრივია იდეალური არ არის. ამაზე წუწუნს უნდა მოვრჩეთ და პოზიტიურზე ვიფიქროთ. აქ ყოფნით ბედნიერები ვართ“.
უკვე კონკრეტიკა – “რომამ” “ლიონთან” მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
პსჟს “ბაიერნთან” 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს – კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
“ლიონის” პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
პსჟს “ბაიერნთან” 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს – კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ “ლიონს” დახმარების ხელი გაუწოდა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა – კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში – გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას
კეინის დუბლი – 1/4-ფინალში “ბაიერნი” პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
“კვარაცხელიამ “ინტერთან” ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა” – პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა
“ბაიერნი” ხავსს ეჭიდება – მიუნხენში იმედოვნებენ, რომ “ბარსელონა” უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს – “ახალი კვარა”?
კონტემ “ბაიერნის” ვარსკვლავის დამატება მოისურვა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია – პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
ეს გუნდი პსჟ არაა – ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
“ვნანობ თუ არა მის წასვლას?” – რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
ბოლო დეტალები თანხმდება – ბაინო-გიტენსი კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს
Opta: პსჟ მუნდიალის ფავორიტი აღარაა – გამარჯვების მეტი შანსი სხვა გუნდს აქვს
მოლაპარაკებები დაწყებულია – ნიკო უილიამსი “ბაიერნს” უახლოვდება