“ქართული ხმების” სოლისტის, ზურა ბაკურაძის მეუღლე, ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში, ქორწინების 21 წლისთავთან დაკავშირებით ძალზე მოკლე და სევდიან ფრაზას აქვეყნებს.
“შეუსრულებელი 21 და 18 ბედნიერებით სავსე, ყველაზე უსამართლოდ და არასწორად დასრულებული წელი” ,- წერს ნათია.
წყვილის ქორწინების 18 ბედნიერი წელი კი, სამი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ შეცვალა. 42 წლის ზურა ბაკურაძე, რაჭაში, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.
“ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.
ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…
ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?
მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი…” – წერდა ნათია ფეისბუქზე…
“დიდხანს გეძებდი… 33 წლის შემდეგ გაგიცანი და უკვე დაგკარგე. ხომ იცი, “ყველაზე მაგარი” გოგოს “შუმახერი” ხარ!” – ამ ლეგენდარული ფოტოს გმირების სევდიანი დასასრული
“დედა, დამპირდი, რომ თმას არ შეიღებავო; არ დაგპირდები-მეთქი; მაშინ მე ისე გავაკეთებ, შენ თმას არ შეიღებავო!” – 7 სექტემბერს ლევან აბაშიძე გმირულად დაიღუპა
„ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში… არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება…” – კირა ანდრონიკაშვილი პირადზე
“90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული…“ – უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე