შეუპოვარი ქოჩორაშვილი – “ლევანტემ” გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადავიდა

სეგუნდა დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურში „ლევანტემ“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსი“ 3:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმში საჰაერო ორთაბრძოლისას თავის არეში დაზიანება მიიღო, მაგრამ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაში გააგრძელა, მატჩი სრულად ჩაატარა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები მიიღო: Sofascore 7.5, flashscore 7.3.
„ლევანტეს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 დეკემბერს გასვლაზე „მირანდესს“ დაუპირისპირდება.
ლევანტე – ბურგოსი 3:1
გოლები: 0:1 სანჩესი (20), 1:1 მორალესი (35), 2:1 ესპი (84), 3:1 ესპი (90+2)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში