შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტი და ომბუდსმენი – არასამთავრობოების გეგმა

ფოტო – ტვ პირველი
მესამე სექტორი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს რუსულ კანონს და თვლიან, რომ ეს საქმე მოსამართლეთა კოლეგიისთვის პროფესიული ტესტი იქნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ანტიევროპული კანონი სტრაბსურგის სასამართლოშიც წავა.
შეუერთდებიან თუ არა საკონსტიტუციო სარჩელს სახალხო დამცველი და პრეზიდენტი – როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ინსტიტუტთან იქნება კოორდინაცია.
კოორდინაცია ნამდვილად იქნება ყველა იმ ინსტიტუტთან თუ სუბიექტთან, რომელიც არის უფლებამოსილი, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი სარჩელი იყოს, მათ შორის მედია ორგანიზაციების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ერთიანი სტრატეგიით წავიდეთ და დავაზღვიოთ სამართლებრივი რისკები,“
ჩვენ შეგვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, სტრასბურგსაც განვიხილავთ და აქაც შეგვაქვს სარჩელი, ეს სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ჩვენ მედგრად ვართ, აქტიურად ვართ და ჩვენ სხვადასხვა გეგმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ შევაჩეროთ ამ კანონის ამოქმედება.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ხოლმე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვართ ბოლოდან მესამე ადგილზე ევროსაბჭოს 47 ქვეყანაში, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, რომ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოდ აღსასრულებელი აუცილებლად იქნება ჩვენი მთავრობისთვის.
ჩვენ ბოლო წლებში გვაქვს მზარდი კრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ინსტიტუციას არ აქვს როლი იმაში, რომ პირველ რიგში, კონსტიტუცია დაიცვას და ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს გაუფრთხილდეს. ამიტომაც, სამოქალაქო ორგანიზაციები ვაპირებთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ყველა რელევანტური სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან იოსელიანი – ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებასთან” ვარ გარიგებული, თუ ამდენს ვახერხებ, საზოგადოებას ვაბნევ, უცხოელებს გონებას ვუბნევ, მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ – მათ სინდისზე იყოს სიმართლეც და ტყუილი, რასაც ტირაჟირებენ

თინა ბოკუჩავა – ჩვენი გაერთიანება არის გამარჯვების მთავარი პლაცდარმი, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს და ქვეყანას დააბრუნებს ევროპულ რელსებზე – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ალტერნატივა კორუმპირებული, ანტიდასავლური ხელისუფლების