შეტყობინება მიიღო, რომ უნდა მისულიყო სუს-ში, მაგრამ უარი განაცხადა და მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება მისი დაკითხვა – მიხეილ რამიშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

შეტყობინება მიიღო, რომ უნდა მისულიყო სუს-ში, მაგრამ უარი განაცხადა და მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება მისი დაკითხვა – მიხეილ რამიშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე
ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. დღეს, საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პირი გამოიკითხება.
მაგისტრი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლები – ნადიმ ხმალაძე და ლაშა ჭიღლაძე. თავად, გამოკითხვის შემდეგ, ტერორიზმის მუხლი არ უხსენებიათ.
ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა ეპიზოდს ან ვის ეხება ტერორისტული აქტის მომზადება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოუწევს ჩვენების მიცემა უკრაინის ომში მონაწილე კიდევ ერთ ქართველსაც.
კონსტანტინე ჯღამაია მოდულის შენობაში, ადვოკატთან ერთად, უკვე იმყოფებოდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და დაკითხვა სასამართლოში არჩია. დღეს კი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება კიდევ ერთი ში მებრძოლი გელა კახაბრიშვილი, პროცესი 10:00 საათზეა ჩანიშნული.
“შეტყობინება მიიღო, რომ უნდა მისულიყო სუს-ში, მაგრამ უარი განაცხადა და მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება მისი დაკითხვა. აღნიშნული საკითხი, რისთვისაც დაბარებულია ეხება საქართველოში ე.წ. ტერორიზმისა და გადატრიალების მომზადებას, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. როგორც აქვთ ინფორმაცია, ვითომდა, იგეგმება საქართველოში და, გარკვეულწილად, პოლიტიკურ ლიდერებზეც მზადდება”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა