შეტევის დასრულების შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა – Reuters

ისრაელის ავიახაზები აცხადებს, რომ კვირას ოპერაციები ნორმალურ რეჟიმში უბრუნდება მას შემდეგ, რაც 15 აპრილის ღამით, ირანული რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული თავდასხმების გამო, ისრაელმა საჰაერო სივრცე დახურა.
თავდასხმის დასრულების შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე 7:30 საათიდან გახსნა და ისიც დასძინა, რომ შეიცვალა რეისების განრიგი და მგზავრებს მოუწოდა, გამგზავრებამდე გადაამოწმონ. ამის შესახებ Reuters წერს.
ავიაკომპანია El Al (ELAL.TA) აცხადებს, რომ განაახლა ოპერირება და მუშაობს ფრენის განრიგის რაც შეიძლება მალე სტაბილიზაციისთვის. სააგენტო წერს, რომ ავიაკომპანიამ ევროპის მიმართულებით 15 ფრენა გააუქმა, გაუქმბდა ფრენები დუბაისა და მოსკოვშიც. მეორე ავიაკომპანია Arkia აცხადებს, რომ იგი ფრენის განრიგის კორექტირების პროცესშია.
აეროპორტების ადმინისტრაციის ცნობით, უცხოური ავიაკომპანიების ფრენების უმეტესობა გადაიდო, მათ შორის ფრენები ლონდონში Wizz Air-ით, ნიუ დელიში Air India-ით, მადრიდში Iberia-ით და მარსელში Air France-ით.