შესნიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

34 წლის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ თავისი “ინსტაგრამის” გვერდით გამოაცხადა.
შესნის ბოლო გუნდი “იუვენტუსი” იყო, რომლის რიგებში შვიდ სეზონში სამჯერ სკუდეტო და იტალიის თასი, ორჯერ კი ქვეყნის სუპერთასი მოიგო.
ის “არსენალის” შემადგენლობაში ორჯერ ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო პოლონეთის ნაკრებში ევროპის ოთხ და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.